კვლევის შედეგები


კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასების შედარებითი კვლევის შედეგები წარადგინა. საქმე ეხება როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტმომსახურებებს. კვლევამ აჩვენა, რომ 100 მეგაბაიტწამიანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136 %-ით, ხოლო 10 გეგაბაიტი მობილური ინტერნეტი და სასაუბრო დრო 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით 35%-ით უფრო ძვირია.

დოკუმენტის მიხედვით, მობილურის მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე ფასები უფრო ძვირია - რაც პრობლემურია. მონაცემები მოიცავს საქართველოსთან ერთად ევროკავშირის 22 ქვეყანას და დიდ ბრიტანეთს. კვლევა საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან