ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან ონლაინშეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა. სატელეფონო დისკუსიის დროს ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედროების მობილიზებისა და რუსეთის მზარდი ხისტი რიტორიკის გამო. მათ მოუწოდეს რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელებით, დონბასში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ამ მხრივ აღინიშნა ნორმანდიული ფორმატის მნიშვნელობა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, აშშ მზადაა, გააძლიეროს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი და ხისტი სანქციები დაუწესოს მოსკოვს. „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. „ბლუმბერგის“ ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება რუსული რუბლის დოლარსა და გირვანქა სტერლინგში კონვერტაციის შეზღუდვა. გამოცემა წერს, რომ ყველაზე რადიკალურ ვარიანტად რჩება რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“, თუმცა ეს ზიანს მიაყენებს რიგით მოქალაქეებსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სანქციები თურქეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 3 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI
ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უშიშროების საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო სიახლეები №1 (ბლოგი)
Ermile Nemsadze