სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს


ამ წუთებში სასამართლო დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ შვიდი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე საკმაოდ მოცულობითია და ბრალდების მხარე დაკავებულებს რამდენიმე მუხლს ედავება. ბრალდებულებიდან ხუთ პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, ორ პირს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კუკავას განზრახ მკვლელობაში კი ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილია.

აღიარებენ თუ არა ბრალს და ვინ იყენებს დუმილის უფლებას? - მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაკა ლაშხია მუშაობს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან