არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმე

07.12.2019 05:39

ათი მშობელი და ერთიც პედაგოგი - არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე დაკავებულების პროცესი გრძელდება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში, უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს. მთავარი დაინტერესება კი ფულადი ანაზღაურება იყო. ადვოკატი დაკავებულების უდანაშაულობაზე მიუთითებს. ხათუნა გაგნიძე მუშაობს დილიდან სასამართლოში და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს - ხომ დასრულდა უკვე პროცესი და რა განცხადებები კეთდება მხარეების მხრიდან? ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო