საქარველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

21.01.2021 00:36

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა პირველი შეხვედრა უკვე გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.  შეხვედრა გაიმართა ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან. ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, გათვალისწინებულია მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთება. დაგეგმილია შეხვედრები ასევე ბელგიის მეფესა და კულტურული ფესტივალის  წარმომადგენლებთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: