ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
07/13/2021
ლექსო ლაშქარავაზე მომხდარი ძალადობის საქმეზე ამ დროისთვის ხუთი ადამიანია დაკავებული.
დავით კუტალაძე „ტვ-პირველის“ იმ რეპორტიორმა ამოიცნო, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ძალადობრივი ქმედებების სამიზნე ლაშქარავასთან ერთად გახდა. პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით, დევნა პროფესიული საქმიანობის გამო ძალადობით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - სამი მუხლით ბრალდებული პირის პროცესმა ხმაურიანად ჩაიარა. მის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მყოფი მედიის წარმომადგენლების მწვავე პროტესტი მოჰყვა. კუტალაძე თავს მოძალადედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე სამშობლოს იცავდა. პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება იმ ვიდეო მიმართვებითაც დაინტერესდეს, რომლებიც სოციალურ ქსელში სწორედ დავით კუტალაძის მიერ ვრცელდებოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.