შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიური ანგარიში წარადგინა
01/16/2015
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა 2014 წლის ანგარიში წარუდგინა შს მინისტრის მოადგილეებს და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული ყველა ღონისძიება; სამინისტროში გატარებული რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები; ანგარიშში აღწერილია შს მინისტრის 2014 წლის აქტივობები, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ იყო დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული; საერთაშორისო შეხვედრები; სოციალური და საინფორმაციო კამპანიები: „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“, „შეიკარი ღვედი“, „არა ბიონარკოტიკს“, „არა ძალადობას“ – კამპანიების ფარგლებში ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და მოქალაქეებისთვის ჩატარებული კონკურსები, გამოფენები, დაჯილდოვებები. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა მუსიკალური და სოციალური კლიპები, რომლებმაც ხელი შეუწყო საზოგადოების ინფორმირებულობას სამინისტროს კამპანიების შესახებ. კამპანიის – „არა ბიონარკოტიკს“ განხორციელების და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება 90%-ით შემცირდა.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/dF3deG