ოპოზიციური ერთობა და პოლარიზაციის ინიციატივა


ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

ერთიანი საარჩევნო სიის შედგენის და პრაიმერიზის იდეის შემდეგ, მწვავე კრიტიკის საგანი ხდება ზურა გირჩი ჯაფარიძის ახალი განცხადება. გიორგი ვაშაძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი ინიციატორი ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზას ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში, ორპოლუსიანობის შექმნაში და პოლარიზაციაში ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, 5%-იანი ბარიერის პირობებში ინდივიდუალური გაძლიერების დრო არ არის. ჯაფარიძე ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას 2021 წლის კოალიციურ გამოცდილებას ახსენებს და შეთავაზებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. თუმცა, ჩნდება კითხვა - რამდენად პასუხობს პოლარიზაციის გზავნილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციათა ჩამონათვალს, რომელიც სწორედ დეპოლარიზაციის მოთხოვნით იწყება.

ოპოზიციის დიდი ნაწილი გამარჯვების ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასეულ ფორმულას ღიად ემიჯნება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან