პოლიტიკური პარტიების გეგმები საარჩევნოდ


რას აპირებს ოპოზიცია და როგორია მათი საარჩევნო გეგმა - ვინ ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა ერთობა და ხალხთან უფრო აქტიური კომუნიკაცია. მათივე პროგნოზით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება არაერთ გაერთიანებას იხილავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ისევ ითხოვენ ხუთპროცენტიანი ბარიერის დაწევას.

„ქართულ ოცნებაში“ კი კვლავ აცხადებენ, რომ ყველანაირი ოპოზიციური ერთობა წარუმატებელი იქნება, რადგან მათ ამომრჩევლებს იმედები უკვე გაუცრუეს. მათივე თქმით, უმჯობესია, ქვეყანას უკეთესი ოპოზიცია ჰყვადეს, თუმცა, მათი რეალური ქმედებები საკუთარ ინტერესებზე მიუთითებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან