სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობს. მასალის მიხედვით, ის სააკაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მისი მხრიდან შანტაჟზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ნიკა მელიას ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მისგან დეპუტატობაზე უარის თქმას მოითხოვდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერზე მითითებულია, რომ ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გამოქვეყნებულ ჩანაწერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაბრიკაციას უწოდებენ. პარტიის წევრები გავრცელებულ მასალას სოციალური ქსელით ეხმაურებიან. „ჭაობი და ამაზრზენია, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს“, წერს ხატია დეკანოიძე. „რუსული ოცნების ხელწერა“ უწოდა მსგავსი მასალის გამოქვეყნებას ლევან ხაბეიშვილმა და მხარდამჭერებს მოუწოდა არ გაავრცელონ ჩანაწერი და ის რეაგირების გარეშე დატოვონ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით კი, ნიკა მელია ამუშავებს ტროლ-ბოტებს, რაც არავისთვის უცხო არაა. გიორგი მუმლაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პირადად მასზე რამდენიმე ჭორი გაავრცელეს. მომხდართან დაკავშირებით წერს ზვიად კუპრავაც: „ჯერ გაავრცელეს და ახლა სოციალურ ქსელში წერენ არ გაავრცელოთ. ბაბუამ თავისი მარცხი შვილიშვილს დააბრალაო. ეგრეა ამათი საქმე“, - ვკითხულობთ კუპრავას ფეისბუქ გვერდზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი - შეფასებები პოლიტიკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი - შეფასებები პოლიტიკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოლექსი არესტოვიჩის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს ში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე განცხადება გაკეთდ...
TV IMEDI
პირველი არხის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster