საერთაშორისო საგამოძიებო ცენტრი ჰააგაში


ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან, დანაშაულების დროულად გამოძიებისათვის. ამავე თემაზე ისაუბრა უკრაინის პირველმა ლედიმაც. მან ლვოვში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ოლენა ზელენსკას თქმით, უკრაინის პროკურატურა ომის დროს ჩადენილ სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან