პირველი არხის სატელევიზიო სეზონი

30.12.2019 01:59

როგორი იყო 2019   წელი საქართველოს პირველი არხისთვის და რას გეგმავს მაუწყებელი 2020 წლის სეზონისთვის, - იმ  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, შემეცნებით, გასართობ, მუსიკალურ, სპორტულ და საავტორო გადაცემებთან ერთად, რომლებმაც რეიტინგი, მაყურებლის ნდობა, ინტერესი და სიყვარული უკვე დაიმსახურეს, ახალ სეზონზე ბევრი სიახლე გელოდებათ. 2020 წელი გამორჩეული იქნება სპორტის მოყვარულებისთვის. არხმა უკვე შეიძინა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება. ამასთან, საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ „ოსკარის“ 92- ე დაჯილდოებას. არხზე მეგა-შოუებს საქართველოს ვარსკვლავს, მასტერშეფსა და რანინას 2020 წლიდან უკვე ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული საერთაშორისო მუსიკალური მეგა-შოუ, 4 „ემის“ მფლობელი „ვოისი“ დაემატება. 2020 წლის დასაწყისში დასრულდება არხზე მიმდინარე ტექნიკური გადაიარაღება და ახალი სტუდიების მომზადება. შესაბამისად, საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ და ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თანამედროვე სტუდიებიდან მოგაწვდით ობიექტურ, გადამოწმებულ, უტყუარ და ყველაზე სანდო ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.  ეს ყველაფერი და ასევე ის თუ რა გელოდებათ 2020 წელს საქართველოს პირველ არხზე, ნახეთ დღეს მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 21:00 საათზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ახალი სატელევიზიო სეზონი და სიახლეები საქართველოს პირველ არხზე - „აქტუალური თემა“ #LIVE
01:32:29

ახალი სატელევიზიო სეზონი და სიახლეები საქართველოს პირველ არხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#დღისკოდი  საქართველოს პირველი არხის ახალი სეზონი LIVE
01:22:25

#დღისკოდი საქართველოს პირველი არხის ახალი სეზონი LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ტელესკოლის“ ახალი სატელევიზიო სეზონი
01:50

„ტელესკოლის“ ახალი სატელევიზიო სეზონი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„წიგნების თარო“ მცხეთაში
01:10

„წიგნების თარო“ მცხეთაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვასილ მაღლაფერიძის სამი წელი საქართველოს პირველ არხზე

ვასილ მაღლაფერიძის სამი წელი საქართველოს პირველ არხზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„წიგნების თარო“ ახალ სეზონს იწყებს
01:30

„წიგნების თარო“ ახალ სეზონს იწყებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#დღისკოდი ტელედოკი - სტუმარი: გოჩა ჟორჟოლიანი- პირველი არხის დოკუმენტური ფილმების მთავარი პროდიუსერი
11:22

#დღისკოდი ტელედოკი - სტუმარი: გოჩა ჟორჟოლიანი- პირველი არხის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პირველი არხის ახალი სეზონი - „დღის კოდი“ , „რანინა“
08:22

საქართველოს პირველი არხის ახალი სეზონი - „დღის კოდი“ , „რანი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო