ვასილ მაღლაფერიძის სამი წელი საქართველოს პირველ არხზე
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. პოსტზე დანიშვნიდან სამი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი განცხადებით სამეურვეო საბჭოს მიმართა: „მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“- საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი დღეს ამ სიტყვებით ახსნა. 2017 წლის 6 იანვარს, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე აირჩია, ტელევიზიაში არსებული სამუშაო პირობები და ტექნიკური მდგომარეობა ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. ვასილ მაღლაფერიძის ხელმღვანელობის პერიოდში დამტკიცდა ტექნიკური გადაიარაღების ოთხწლიანი გეგმა, განახლდა ავტო და კამერების პარკი, შეიქმნა თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინტეგრირებული ნიუსრუმი, რომელიც საინფორმაციო სამსახურს, რადიოსა და ვებგვერდს აერთიანებს. პირველი არხის საეთერო ბადეში ეტაპობრივად ჩაეშვა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო და მუსიკალური პროექტები. ჯამში შექმნა 50 ახალი პროექტი. პანდემიის პირობებში, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი არხი ტელესკოლა , რომელმაც დისტანციური სწავლების უნიკალური მეთოდის დანერგვით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საინფორმაციო გამოშვება მოამბე და ვებ პლატფორმა 1tv.ge კი იქცა სივრცედ, სადაც ყველა ახალი ამბის გადამოწმება შეგიძლიათ. უსაფრთხო მედია - ეს გახდა მთავარი პრინციპი, რითაც განახლებული პირველი არხი ხელმძღვანელობს და მაყურებელს გემოვნებიან პროდუქტს სთავაზობს. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს თქვა ისიც, რომ მომავალი სატელევიზიო სეზონი, პირველი არხის შეუქცევადი განვითარების პროცესის დასტური იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საზ.მაუწყებლის დირექტორად თინა ბერძენიშვილი აირჩიეს
MULTIMEDIA GE
„ქართული ოცნების“ ყრილობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვასილ მაღლაფერიძის საავტორო პროექტი „ჩვენი საქართველო" - მალ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვასილ მაღლაფერიძის მიმართვა სასწავლო წლის ბოლოს #ტელესკოლა
პირველი არხი #ტელესკოლა
ვასილ მაღლაფერიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვასილ მაღლაფერიძის გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ამშაბათკვირას მოგზაურობა ისტორიაში - ვასილ მაღლაფერიძის საა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქარტიის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძის ხედვაზე GPB-ს შესახებ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია