მამა ილია ჩიკვაიძისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერი

30.07.2013 01:40

ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივიტით მამა ილია ჩიკვაიძის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტი კახეთის გუბერნიის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახელწიფო თეატრისა და ღვინის მარანის მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა და ჩამოსულმა პოეტებმა, ასევე ქართული ფოლკლორისა და ცეკვის წარმომადგენლებმა მიიღეს. შემოსული თანხა მამა ილია ჩიკვაიძის ჯანმრთელობას მოხმარდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/16hEHgS

გაზიარება: