mama ilia leqsi - ''განდეგილი ილარიონ ბერი!"
http://www.facebook.com/pages/%E1%83%... მამა ილია(ჩიკვაიძე) 2004 წ. ლექსი ''განდეგილი ილარიონ ბერი!" თვალებიდან დასდენოდა თქეში, ღრუბლისფერად დაჰფენოდა სახე, მიდიოდა სიყვარულის მზეში, ადიდებდა ყოვლადწმიდის სახელს. მზერდა სულეთს აღმატებულს ცაში გრიგალებად აღმართული ქარით... ტკივილები მსუბუქდება მაშინ, როცა მოყვასს ხელთუპყრია ჯვარი... თითქოს სულმან ისევ იცნო სული, ყველაფერი თითქოს გახდა სულერთი, სიყვარული ზეცასავით სრული და ლოცვებში აღმართული სულეთი. და მზიანი მოიწია ღამე, სიხარული რიჟრაჟივით მღერის, განაქარვებს წუთისოფის შხამებს კურთხეული ილარიონ ბერი. განდეგილის სამოსელი ეცვა, პატრიარქის მზერა ჰქონდა შორით, თავს გვირგვინად დასდგომოდა ზეცა, ღრუბელ-მზეებს მიაპობდა ქორი... ღრუბელ-ცვარი ცის კაბადონს მისდევს, მიუყვება ხნული ხნულს და მთესველს, როცა ყველგან იმყოფება ქრისტე - რა წმიდაა სიყვარული ესე, დაჩეხილა ქეთევანის მნათე, ძველ მამულში ლოცვა-ცრემლით მივედით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ნათელს წმიდა ძმები შეცქერიან იმედით. დამდგარია სიყვარულის ჟამი მწყემსთა ბაგა - სამეუფო სადგომი. ნექტარს ვეღარ გაერევა შხამი და გოლგოთაც დასრულდება აღდგომით. მამა ილია(ჩიკვაიძე) 2004 წ.
11 11-ის სხვა ვიდეოები
mama ilia - ქადაგება ბერი გაბრიელის შესახებ 2011 წ...
mama ilia - როდესაც ერს უჭირს მღვდლები 100 000 $ მ...
mama ilia leqsi - მეუფე იობს ''აქ წიწამურში''
mama ilia - ქადაგება ილიაობა 2 აგვისტო 2011
mama ilia - ქადაგება მამა გიორგი ბასილაძის შესახებ...
mama ilia - матушка екатерине - სქემარქიმანდრიტი ვ...
mama ilia - ლექცია თელავის უნივერსიტეტში
მსგავსი ვიდეოები
mama ilia leqsi - მეუფე იობს ''აქ წიწამურში''
11 11
mama ilia leqsi - ცხრა ნეტარება!
11 11
mama ilia leqsi - შენ ღვთისმშობელო დედაო.
11 11
mama ilia leqsi - მარადიული სიცოცხლის სული !
11 11
mama ilia leqsi - ''მამა გიორგი მამათა მამა''
11 11
mama ilia leqsi - ''და საქართველო აღადგინე ყოვლადწმიდაო''
11 11
mama ilia leqsi - ''მამა გიორგი მამათა მამა''
mate shonia
mama ilia - ლექცია თელავის უნივერსიტეტში
11 11