აღკვეთის ღონისძიება


იძულების მუხლით ბრალდებული არასრულწლოვნის ბებიას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა და მხოლოდ არასრულწლოვნის ბრალდებული ბებია ესწრებოდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმე ეხება გასული წლის 4 ნოემბერს, რეგიონის ერთ-ერთი სკოლის ეზოში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ქმედებას. გამოძიების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე აიძულა დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. ეს ფაქტი კი ცნობილი გახდა არასრულწლოვანის ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც, 8 ნოემბერს, ბავშვის ბებიამ ანალოგიური მეთოდით  მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანები - და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. ფაქტის ვიდეოკადრები  ერთ-ერთი და დაჩოქილი ბავშვის მშობელმა გადაიღო. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. მომხდარზე გამოძიება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვის ბებიას თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომდევნო სხდომა 14 მაისს გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან