პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა.

ტრანსნაცინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას, სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით.

ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან