საქართველოს მოქალაქეები სუდანში - საგარეო უწყების განცხადება
04/17/2023
სუდანში, სადაც მესამე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის მწვავე დაპირისპირება გრძელდება, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მუშაობს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყანა უსაფრთხოდ დაატოვებინონ. თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწყება კონტაქტზეა გაერო-ს ადგილობრივ ოფისთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ჰუმანიტარული დერეფნის თემაზე. ასევე მიმდინარეობს კონტაქტის დამყარება დაპირისპირებულ მხარეებთან, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო, ეს ვერ ხერხდება. სუდანში რამდენიმე საათით შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების მიზნით დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსავლენად, მაგრამ ამ პერიოდშიც საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.