შეწყალების უფლების გამოყენების წესი


მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი ადამიანის და ერთი ძებნილის შეწყალების შემდეგ პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. რეზონანსულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საზოგადოების მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა, დღეს მედია სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის განცხადებას ელოდა, თუმცა, გეგმა შეიცვალა და განმარტება თავად პრეზიდენტმა გააკეთა.

ბრიფინგმა აქციის ფონზე ჩაიარა. სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და არ უარყოფს, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვა. თუმცა შექმნილ ვითარებაში მორატორიუმის გამოცხადება და შეწყალების წესის გადახედვა გამოსავალი არ არის ოპოზიციისთვის, რომელიც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდა. საპარლამენტო უმცირესობა გამოძიებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და პროკურატურას გამოძიების დასაწყებად ერთთვიან ვადას აძლევს.

ოპონენტებისგან კონკრეტული ფაქტების წარდგენას ითხოვს მმართველი გუნდი, რომელიც შეწყალების წესების საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებისთვის ემზადება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან