პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20.09.2019 07:02

28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი გამოძიების საგანი ხდება. მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირის შეწყალების ფაქტებზე ძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ დაკითხვაზე მოუხდეს მისვლა თავად პრეზიდენტს, რომლის ბოლო გადაწყვეტილებამ მწვავე პროტესტი გამოიწვია. გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი. სწორედ მან გაავრცელა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია, სადაც შეწყალებების პროცესში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებდა. ოპოზიციასთან ერთად ძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდიც, რომლისთვისაც როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის ორი დღის წინანდელი განმარტებები არასაკმარისია. იცნობდა თუ არა სახელმწიფოს მეთაური შეწყალებულთა გახმაურებულ საქმეებს, - ამ კითხვაზე შეწყალებულთა და დაზარალებულთა გარემოცვა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა მიმდინარეობს
02:58

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა მიმდინარეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პატიმრების შეწყალების საქმე

პატიმრების შეწყალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პატიმრების შეწყალების უფლება - პოლიტიკოსების პოზიცია, საპატრიარქოს განმარტება და გადადებული აქცია
04:01

პატიმრების შეწყალების უფლება - პოლიტიკოსების პოზიცია, საპატრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უნდა ჰქონდეს თუ არა პატიმრების შეწყალების უფლება პატრიარქს - აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ წრეებში
06:31

უნდა ჰქონდეს თუ არა პატიმრების შეწყალების უფლება პატრიარქს -...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვის შეეხება ამნისტია? -პატიმრების შეწყალების მასშტაბური გეგმა არავის მოსწონს ხელისუფლების გარდა
04:12

ვის შეეხება ამნისტია? -პატიმრების შეწყალების მასშტაბური გეგმ...

ტვ პირველი • TV Pirveli

იუსტიციის მინისტრის განცხადება
04:11

იუსტიციის მინისტრის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტმა შეწყალების წესზე მუშაობა დაასრულა

პრეზიდენტმა შეწყალების წესზე მუშაობა დაასრულა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს
01:40

პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო