პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

29.12.2019 01:40

პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს. შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმრების ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება. იქნება თუ არა ამ სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, ამ დროისათვის უცნობია. თემაზე დღეს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა. ჟურნალისტების კითხვას ამჯერად საპარტრიაქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რაც საპატრიაქროზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა და ახლა გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: