ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე


სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე დაკავებულების საქმე. ერთ-ერთი ბრალდებულის, დიმიტრი დევდარიანის განაჩენის გამოსატანად ნაფიც მსაჯულების შერჩევა იწყება. პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულ გიორგი ბიჩინაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი პროცესები ცალკე წარმოებად გაგრძელდება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან