შეხვედრა OCED ის გენერალურ მდივანთან

10/24/2017
MOF Georgia-ის მიერ

“OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ევრაზიის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანხელ გურიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ აღმოუჩინა საქართველოს 2016 – 2020 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.

OECD-ის მონაწილეობას იღებს საქართველოს ეკონომიკის „მწვანე განვითარების“ სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ხელი შეეწყობა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის და ქვეყნის მდგრად განვითარების პროცესს.
#EurasiaWeek2017

ვიდეოები „MOF Georgia"-ისგან