ორწლიანი და ოთხთვიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა დაკავებულია.
თავდამსხმელი, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. უცნობია, რა პერიოდიდან აფარებდა თავს მითითებულ სახლს ძებნილი, რომლის კვალი ორი წლის წინ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხიდან გაქრა. ეს ის ადგილია, საიდანაც სპეცოპერაციის ჩატარების, მძევლების გათავისუფლების და ნახევარი მილიონი დოლარის მიღების შემდეგ ესებუა გაუჩინარდა. ამ ადგილამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მიიყვანა, რომელიც ესებუას მძევლების სანაცვლოდ ჩაბარდა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, საქმეში მის წინააღმდეგ ორი მთავარი მტკიცებულება დევს - ხმის ექსპერტიზის შედეგი და მის მიერ ბანკში გასროლილი ვაზნები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.