აშშ-ის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის შეხვედრა

16.07.2021

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო - ეს არის მთავარი შეთანხმება, რომლითაც მერკელის და ბაიდენის დღევანდელი შეხვედრა დასრულდა. თეთრ სახლში გამართული აუდიენციის შემდეგ მხარეები მათ შორის არსებულ სადავო თემებსაც აღიარებენ, თუმცა მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებს საერთო გამოწვევად აცხადებენ. ამერიკასა და გერმანიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი ორია“, რომლის საშუალებით რუსულ გაზს ევროპა უკრაინის გვერდის ავლით იღებს. კანცლერის რანგში მერკელის ბოლო ამერიკული ოფიციალური ვიზიტის დეტალებით თამთა რუხაძე.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო