შშმ პირის ცემის საქმეზე ორი პატრულ-ინსპექტორი დააკავეს
უმძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ, ორი პოლიციელი დაკავებულია. ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი ბიჭის ცემის გამო დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს დამამცირებელი მოპყრობის ბრალდება აქვს წაყენებული, მეორე სამართალდამცველს კი, რომელიც გამოძიების მასალების მიხედვით ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრო, დანაშაულის დაფარვას ედავებიან. მოქალაქის მიერ ტელეფონით გადაღებული და მედიისთვის მიწოდებული კადრები მძიმე საყურებელია - ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი პოლიციელს სმენასთან დაკავშირებულ პრობლემაზე უთითებს, თუმცა სამართალდამცველი მის ცემას განაგრძობს. ძალადობა მეტროს შესასვლელში, საპატრულო პოლიციისთვის განკუთვნილ ოთახში მოხდა. დაზარალებულს დაზიანებები სახის და თავის არეში აქვს მიყენებული. მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. ყრუთა კავშირი დაკავებულებისთვის ადეკვატური სასჯელის მისჯას მოითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეტროში, შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულია ორი პოლიციელი
MULTIMEDIA GE
დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შშმ პირის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები შშმ პირის ცემის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შშმ პირის მხარდამჭერი თუ მშობელი?/“ჩვენ აქ ვართ“/რადიო იმედი...
რადიო იმედი
შშმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შშმ პირების დარღვეული უფლებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster