ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - უბნის დახურვა კრწანისის ოლქში

30.10.2021 06:38

დედაქალაქის ერთადერთი ოლქი, სადაც, პირველი ტურის მსგავსად, დღეს ხმის მიცემის ახალი სისტემა მოქმედებდა, კრწანისია. 41 314 მოქალაქეს საშუალება ჰქონდა, რომ არჩევანი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ანუ ელექტრონულად გაეკეთებინა. მეოთხე საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები ხმას ელექტრონული აპარატის საშუალებით აძლევდნენ, რაც ნიშნავს, რომ ამ ოლქის 31-ვე უბანზე ბიულეტენებს ხმის მთვლელი აპარატები დაითვლიან და შესაბამისად, კრწანისის წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში უკვე გვეცოდინება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო