გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს მოუსმენენ.

ერთ-ერთი კანდიდატი სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძეა. იმ შემთხვევაში თუ ის კონკურსს წარმატებით გაივლის, მოსამართლის მანტიას უვადოდ მოირგებს.

კრიტიკულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების პოზიცია.

გასაუბრებას დღეს ასევე გაივლიან ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.

ჯერ უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან