ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა. მის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თერთმეტი წევრი მიემხრო, ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. წინააღმდეგ მისცეს ხმა არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ კი ბიულეტენი გააბათილა, რადგან ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან მურუსიძესთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. გასაუბრებით და საბჭოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელმაც მურუსიძესთან ერთად სხვა უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს წარმატებებიც უსურვა. რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრების პროცესს დისკრიმინაციულს და უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, გასაუბრება ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა და საბჭომ მურუსიძის თაობაზე კანონმდებლების და საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. - ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მურუსიძეს შავბნელი საქმეების კეთება დაუფასდა"- დაემუქრა თუ...
Tv Kavkasia
კლანი - სპეციალური სერია 2.0
სირცხვილია • Shame Movement
რვა მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ევროპული საქართველო" მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ განწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლეს განწესდა
TV IMEDI
რა პრეტენზია აქვს მურუსიძესთან ნიკა მელიას
TV IMEDI
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster