ცეცხლაძეების სასათბურე მეურნეობა ქობულეთში


რამდენად ამართლებს სოფლის მეურნეობაში ტრადიციული კულტურების ჩანაცვლება, ალტერნატიული და უფრო რენტაბელური კულტურებით. ამ კითხვაზე პასუხს ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში იპოვით. ფერმერმა გია ცეცხლაძემ მანდარინის ბაღი მარწყვის სათბურით შეცვალა და დღეს 200 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთიდან უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ათჯერ მეტი ფართობის მანდარინის ბაღიდან იღებდა. ახლა ის უკვე მეურნეობის გაფართოებას აპირებს. ალტერნატიული კულტურებისა და სასათბურე მეურნეობების განვითარებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე წელია სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც ფერმერების 80 %-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ფერმერის დაინტერესებას იწვევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან