უშედეგო პოლიტიკური დიალოგი


ევროკავშირის მეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკების მეორე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შვედი დიპლომატის მიერ კრიზისის დასაძლევად მომზადებულ ხუთ პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც მხარეებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დახვდათ, ხელი არავინ მოაწერა. ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონის გამოცემა, ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გატარება, პარლამენტში ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობის და ერთი საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის დათმობა, - ასე ესახებოდა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს ხუთთვიანი კრიზისის დასრულება და არა რომელიმე მხარის, არამედ საქართველოს გამარჯვება. დოკუმენტში ნახსენები არ არის ვადამდელი არჩევნების ან ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზების საკითხი, ასევე გიორგი რურუას საქმე. ირკვევა, რომ სწორედ ეს ორი თემა აღმოჩნდა ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარის მიზეზი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან