ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში


„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. ცვლილება ცესკო-ს წევრობისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, ასევე, მათი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის პროცედურებს ეხება. ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე, კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. წარდგენის პროცესში გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობაც, თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირების არჩევას. ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან