მერიის სამუშაო თათბირი 27 02 2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერმა შეხვედრაზე მყოფ წარმომადგენლებთან, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ. თემურ აბაზოვმა თითოეულ წარმომადგენელს დაავალა, ოპერატიული რეაგირება მოახდინონ მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. მერის განცხადებით, აუცილებელია დროულად იქნას ინფორმირებული მოქალაქე, მშენებლობის წარმოების უფლების თაობაზე, რათა კანონის ფარგლებში მოხდეს მშენებლობის წარმოება და მოქალაქეს უკანონო მშენებლობის გამო არ დაეკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა, ასევე თავიდან იქნას აცილებული შენობის დემონტაჟი ანდა სხვა ფორმით უკანონო მშენებლობის აღკვეთისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. თათბირზე ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზეც. აღნიშნული საკითხის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება, მერმა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დაავალა. დღევანდელ სამუშაო თათბირზე განიხილეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნის საკითხიც. პირველი ეტაპისთვის, მერის წარმომადგენლებს დაევალათ ასეთი ოჯახების მოძიება და შესაბამისი სამსახურის მიერ ბაზის შექმნა, რათა მუნიციპალიტეტმა მომავალში უზრუნველყოს, ასეთი ოჯახებისთვის მერიის კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დახმარების აღმოჩენა. როგორც თათბირზე, მერიის ხელმძვანელმა პირებმა განმარტეს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა შემუშავებული იქნას შესაბამისი სოციალური პროექტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება, ამ კატეგორიის ოჯახებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა. სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მერმა მოადგილეებთან ერთად, მერის თითოეული წარმომადგენლისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. http://marneuli.gov.ge/…/1836-meriis-...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
მერიის სამუშაო თათბირი 8 08 2018
Municipality of Marneuli
მერიის სამუშაო თათბირი 16.12.2019 azer
Marneuli TV - GEORGIA
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
Municipality of Marneuli
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
Municipality of Marneuli
მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა - 18.0...
Municipality of Marneuli
მიწისძვრა ონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს
Radio Atinati
დაწუნებული სამუშაო - inforustavi.ge
Business Media Georgia