ვითარება რიკოთის უღელტეხილზე
უკვე მესამე დღეა, მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, რიკოთის უღელტეხილი მთლიანად ჩაკეტილია. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებმა, მეწყერის განვითარების რისკები დაინახეს, შესაბამისად, მშენებელ კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. სამუშაოები მხოლოდ სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გაგრძელდება. ამჟამად კი რიკოთის ცენტრალური მაგისტრალის ნაცვლად, მოქალაქეებს გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე შეუძლიათ. თუმცა, დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა. რაც შეეხება სატვირთოებს, სოფელ არგვეთთან სპეციალურად მოწყობილ სადგომზე ასობით სატვირთოა გაჩერებული. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობის აკრძალვის გამო, შემოსავლების სამსახური თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს საზღვრის კვეთას „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით სთავაზობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება რიკოთის უღელტეხილზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რიკოთის უღელტეხილზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რიკოთის უღელტეხილზე
Lago TV
#BMGLIVE #FORBESკვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად / 09.04.2023
ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაურკვეველი ვითარება რიკოთზე
Formula News
უამინდობა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster