#მოამბე 21 საათზე, 14 ოქტომბერი, 2021 #LIVE

14.10.2021 01:14:20

• აქცია თავისუფლების მოედანზე - ქართული და ევროპული სასამართლო განაჩენების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ • მოსკოვის პროვოკაციული განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ და თბილისის მწვავე პასუხი - საქართველოსთვის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაცია მიუღებელია და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა • ქვეყანაში ეპიდემიის მეხუთე ტალღა მოსალოდნელზე ადრე დაიწყო, თუმცა ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ყოველდღიურად მცირდება - ექიმები მოქალაქეებს სთხოვენ, ვაქცინის გაკეთებით საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ • ნორვეგიის ქალაქი კიონგსბერგი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა; თავდამსხმელი დაკავებულია; ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტო მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებს; განიხილება პოლიტიკური მოტივიც ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: