ახალი შტამის გავრცელების საფრთხე


კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი მსოფლიოს ახალი გამოწვევაა.

„დელტა პლიუსმა“ რამდენიმე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გააუარესა. მუტირებული ვარიანტის ცირკულირება დაიწყო რუსეთშიც. ამ წუთის მონაცემებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა ჯერ არ ფიქსირდება, თუმცა საზღვრების გახსნის და მაღალი მობილობის გათვალისწინებით რისკი მაღალია. კვლევები აჩვენებს, რომ გადადების მაღალი ხარისხით ცნობილ ,,დელტასთან” შედარებით „დელტა პლიუსი“ კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მონაცემები ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას ჯერ არ იძლევა. გამოვლინდა 5 000-მდე ახალი შემთხვევა. ეპიდემიოლოგების მოწოდებების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე სფეროში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებას გამორიცხავს. თუმცა, საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაიწყო ფიქრი ე.წ. მწვანე პასპორტის სისტემის დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეს სხვადასხვა ობიექტზე შესვლის დროს აცრის დამადასტურებელი საბუთის ან ტესტის პასუხის წარდგენას ავალდებულებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან