ავიცრათ ერთმანეთისთვის - ახალი შტამის გავრცელების საფრთხე
სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის გავრცელების რისკი საქართველოშიც არის. დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო მაღალია. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. წინა დღეებთან შედარებით, ბოლო ორი დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იმატებს და 4 000-ს აჭარბებს. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ხუთი დღე რჩება მწვანე საშვების სისტემის ამოქმედებამდე. თუმცა კოვიდ-გადატანილთა მწვანე პასპორტის ვადებთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგებსა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ექვსი თვე თუ უვადო პასპორტი - ექიმები საკოორდინაციო საბჭოს განმეორებითი ინფიცირების გახშირებულ შემთხვევებს ახსენებენ და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის პასპორტის მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირებას ითხოვენ. ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ექიმების მოწოდებები კიდევ უფრო მკაცრდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აიცერი - ვაქცინა გვიცავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიცრათ ერთმანეთისთვის!
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიცრათ ერთმანეთისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიცრათ ერთმანეთისთვის
knews. ge
ავიცრათ ერთმანეთისთვის!
შიდა ქართლის მხარე
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ - ერთ კვირაში „მწვანე პასპორტები“ ა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster