აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია


ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის ყოველწლიური, მე-12 ღონისძიება ბათუმში. მასში საქართველო თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან და ბათუმის მერთან ერთად გახსნა. ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის შემადგენლობა კი 2022 წლის მარტში დამტკიცდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან