ქობალიას ადვოკატი: საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმაღებინეს

12/24/2018
Radio Atinati-ის მიერ

თენგიზ ქობალიას ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ჯანაშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აგრესიით გამოირჩეოდნენ.

„ადვოკატს მონაწილეობა არ მიაღებინეს საგამოძიებო მოქმედებაში, ფაქტობრივად, ოთახში არ შემიშვეს იმ მოტივით, რომ დაწყებული იყო მოქმედებები და დავაგვიანე. ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ მქონია“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

რაც შეეხება დაკავების მოტივს, ჯანაშია ამბობს, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თენგიზ ქობალიასთან ერთად კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან