სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. თემურ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებსა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღჭურვილობის გადმოცემის აქტს ხელი მოაწერეს. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის მართვის შესაძლებლობებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განახლებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო სექტორები ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადაეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი სამაშველო ვერტმფრენი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ახალი ნავმისადგომი გახსნეს
Giorgi Mgebrishvili
შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ელჩმა სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი დაათვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო