შსს-ს „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადაეცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. „აილენდის“ კლასის ხომალდები - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით. აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს. ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს მომსახურების სააგენტომ პრაქტიკული საგამოცდო პროცესისთვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის...
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს სანაპირო დაცვამ „სი ბრიზ 2019“-ში მონაწილეობა მიიღო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს მიერ ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებები
info rustavi
შსს-ს ვიდეომასალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს ვიდეომასალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster