გამოფენა „ქართული ბეჭდური პრესა“ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

03/21/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ფონდში არსებული
ადგილობრივი და ცენტრალური ჟურნალ-გაზეთები გამოიფინა. სამკითხველო დარბაზში წარმოდგენილი იყო „კომუნარი“, „ეგრისი“, „დისკუსია“, „ოდიში“, „ზუგდიდი“, „ზუგდიდელები“ და სხვა. მათ შორის ყველაზე ძველი - 1938 წელს გამოშვებული გაზეთი „კომუნარი“ იყო.

,,ამ გამოფენით შევეცადეთ მკითხველებისთვის შეგვეხსენებინა, თუ რა პერიოდულ პრესას მოიცავს ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის პერიოდული პრესის საცავი. ბეჭდური პრესა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვილაპარაკებთ გაზეთ „მებრძოლზე“, რომელიც 1938 წლიდან გამოდის, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ქალაქისა და რაიონის ისტორიას მოიცავს’’,- აღნიშნა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ.

გამოფენა „ქართული ბეჭდური პრესა“ სამ დღეს გასტანს.

ცნობისთვის, 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. პერიოდული გამოცემა \"ქართული გაზეთი\" პირველად 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან