მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში


დელეგაციის როგორი შემადგენლობით გაემგზავრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში - დღის ბოლოს შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა. სპიკერის შეთავაზებაა, რომ დაცული იყოს პარიტეტის პრინციპი და უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე დელეგაცია ინტერპარტიული, თუმცა მცირე შემადგენლობის იყოს. მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ ეს არის არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ვიზიტი და სწორედ მისი პრეროგატივაა დელეგაციის შემადგენლობის დაკომპლექტება. თუმცა, ოპონენტები შეთავაზებას არ იღებენ და დელეგაციაში ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ყოფნას ითხოვენ. სამი კვოტის შეთავაზების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციის პასუხს ელოდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან