პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა

21.06.2019 00:41

პარლამენტის შენობასთან და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გზა გახსნილია. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და დასუფთავების სამსახური. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: