განცხადება იუსტიციის სახლში


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციით მოსარგებლე მეასიათასე მოქალაქეს, ახალი პირადობის მოწმობა პირადად გადასცა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტითა და აიდი ბარათით დაასაჩუქრა. გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის, პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2019 წლიდან დაიწყო და 2020 წლის პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. აქციის მიზანი, საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზის დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. 

მოქალაქეებს აღნიშნული აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ და ისინი როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან თავისუფლდებიან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან