ბრიფინგი მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

15.08.2021 00:51

„ლეიბორისტული პარტიის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლაშა ჩხარტიშვილი სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარებამდე თბილისში მიმდინარე ყველა კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. მისივე თქმით, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში ის მრავალსართულიანი მშენებლობების ნებართვების გაცემას ორი წლით აკრძალავს. ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში ნებისმიერი კორპუსის მიმდინარე მშენებლობა ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორც ეს იყო ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც კორპუსის მშენებლობის გამო მეწყერი ჩამოწვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: