შენ რომელი თვალები გიყვარს?!
მითხარ, როგორი თვალები მოგწონს, თვალები შვლის, თუ თვალები ნუშის... თუ აირჩევდი ლაჟვარდით, მომცროს, წამწამთ ალერსი ქარს რომ აუშლის?!... ან თუ ისეთი, -მზერებით მწველი, დუმს და სიმართლეს თვალებით გიმხელს... მზერით გიგზავნის ბედ-იღბლის წერილს და გულის პულსსაც მზერებით გირხევს... თვალები,როგორც მელოდიები, თვალები, როგორც ცხოვრების სარკე, სულების უხმო რაფსოდიები, თვალები, ზოგჯერ სახელს რომ გარქმევს და... შენ რომელი თვალები გიყვარს?!... ვისი თვალებით ცხოვრობ და არსობ?!... შენი სული რომ ღმერთებთან მიჰყავს, აღგაფრენს ან მთლად წარგიკვეთს სასოს!... . . . მითხარ,რომელი თვალები გიხმობს?!... ან, თუნდ,რომელი თვალები გახსოვს?!... ჯი ნონი
მსგავსი ვიდეოები
დიალოგი ლექსად √1/ ძმაკაცთა წასვლა ომში
აფიშა
Masteri - Shen Wamodi / შენ წამოდი ( Cover By Rezi Fadarashv...
REZI FADARASHVILI
ვიტო. ნ - ინანიელ
kaulah
ყველაზე სკანდალური ვიდეო, დაბლოკილიც იყო ფეისბუკის მიერ გიორ...
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze
nikoloz totogashvili - sheni tvalebi / ნიკოლოზ ტოტოღაშვილი...
cendy eloise
GaGu - ჩემი დროით / Chemi Droit
GaGu
backSEVEN (Bacika) - დანიშნულება / Danishnuleba
backSEVEN
SPID - შორს
SPID