შენ რომელი თვალები გიყვარს?!

07.07.2024 02:54

მითხარ, როგორი თვალები მოგწონს, თვალები შვლის, თუ თვალები ნუშის... თუ აირჩევდი ლაჟვარდით, მომცროს, წამწამთ ალერსი ქარს რომ აუშლის?!... ან თუ ისეთი, -მზერებით მწველი, დუმს და სიმართლეს თვალებით გიმხელს... მზერით გიგზავნის ბედ-იღბლის წერილს და გულის პულსსაც მზერებით გირხევს... თვალები,როგორც მელოდიები, თვალები, როგორც ცხოვრების სარკე, სულების უხმო რაფსოდიები, თვალები, ზოგჯერ სახელს რომ გარქმევს და... შენ რომელი თვალები გიყვარს?!... ვისი თვალებით ცხოვრობ და არსობ?!... შენი სული რომ ღმერთებთან მიჰყავს, აღგაფრენს ან მთლად წარგიკვეთს სასოს!... . . . მითხარ,რომელი თვალები გიხმობს?!... ან, თუნდ,რომელი თვალები გახსოვს?!... ჯი ნონი

გაზიარება:
GM Sunshine