მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა

19.09.2022

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ამ წუთებში განიხილავენ ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ცვლილებების მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება და „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ რომელიმე მედიის ეთერში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გავიდა. ამასთან, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. საპარლამენტო ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპის სტანდარტების საფარქვეშ კრიტიკული მედიის შევიწროება და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ახალი სადამსჯელო ფუნქციის მინიჭება ხდება. ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფენ და კანონპროექტის დაინიცირების მოტივად, შესაბამის ევროდირექტივას ასახელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა
04:22

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა კომიტეტში
01:57:28

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა კ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში
01:44

ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კავკასია–„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა
02:03

კავკასია–„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

რუსთავი2–„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა
03:44

რუსთავი2–„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

პირველი არხი –„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა
01:57

პირველი არხი –„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგ...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

პარლამენტის ბიუროს სხდომა
00:39

პარლამენტის ბიუროს სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა
02:19

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო