მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. ამასთან, დაინტერესებული მხარეები სამუშაო შეხვედრის გამართვაზეც შეთანხმდნენ. მანამდე მსჯელობა გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზეც. ცვლილებების მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება და „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ რომელიმე მედიის ეთერში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გავიდა. ამასთან, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. საპარლამენტო ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპის სტანდარტების საფარქვეშ კრიტიკული მედიის შევიწროება და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ახალი სადამსჯელო ფუნქციის მინიჭება ხდება. ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფენ და კანონპროექტის დაინიცირების მოტივად შესაბამის ევროდირექტივას ასახელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა კ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კავკასია–„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ...
კომუნიკაციების კომისია / Communications Commission
რუსთავი2–„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ...
კომუნიკაციების კომისია / Communications Commission
პირველი არხი –„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგ...
კომუნიკაციების კომისია / Communications Commission
პარლამენტის ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული კომიტეტების სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster